“ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ხალხის ძალისა” და “ქართული ოცნების” ერთიანი სიით მონაწილეობის შესახებ განმარტავს, რომ ამ ორ ძალას შორის ღირებულებითი სხვაობა არ არის და არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობა სრულიად ლოგიკურია.

“ამ არჩევნებში „ხალხის ძალა“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ეს, პირველ რიგში, იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ შორის არავითარი ღირებულებითი სხვაობა არ არის. ამავე დროს, წინასაარჩევნო კამპანიისას გაერთიანებული ძალებით გამოსვლა საჭიროა ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და პოლიტიკურ ველზე ჯანსაღი სიტუაციის შესაქმნელად. ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნების შედეგად “ნაცმოძრაობა” და მისი სხვადასხვა განშტოება წარსულს ჩაბარდება”, – აცხადებს ეკა სეფაშვილი.