„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავს.

„ბოკუჩავა – ტრამპის ყრილობაზე. გვარამია – ქართველ მეღვინეებთან. გახარია – ხაზარაძესთან. ხაზარაძე – ელისაშვილთან. ვაშაძე – რუს ტურისტებთან.

ველოდებით: მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საფლავზე, ხოლო ზურაბიშვილს – ირინა ენუქიძის; აცრემლებული მეგის ქარდავას წერილს სერგო თეთრაძის ოჯახის სახელზე.

არ ველოდებით: მათ ქმედებებში კაცობის, ადამიანობის, პრინციპების, ნამუსის გამოვლინების ნაპერწკალს. რა თქმა უნდა, არ ველოდებით იმას, რაც მერაბიშვილს, ზურაბიშვილს თუ ქარდავას მივაწერე – „შავი” და უადგილო იუმორის კატეგორიისა იყო, რაზეც ბოდიშს ვიხდი.

ხოლო რასაც უეჭველად ველოდებით – ამ უპრინციპო, უსამშობლო, განსულიერებული არსებების სასტიკ და დაუნდობელ დამარცხებას 26 ოქტომბერს. ვის “დაბოლებას” აპირებენ? ქართველი ხალხის?!” – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.