პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით დმიტრო კულებას განცხადებას – „უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“ – ეხმაურება.

 

„ამ ინფორმაციამ უამრავი კითხვა წარმოშვა.  რომელ რუსეთთან? ლიეტუვას პარლამენტის მიერ „ტერორისტ-სახელმწიფოდ„ ცნობილ რუსეთთან? რომლის პრეზიდენტი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს ძებნილია? ტერორისტი-სახელმწიფოს ძებნილ პრეზიდენტთან – „გონივრული“ და „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები? ყოველივე ეს უკრაინის ხელისუფლებას ვინ ურჩია? ამერიკის სტრატეგიულმა მტერმა-ჩინეთმა? რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოსთვის მსგავსი „გონივრული“ და “კონსტრუქციული” მოლაპარაკებები რატომ იბლოკება? ეს ჩვენთვის “რუსული მოლაპარაკებები” იქნება? და უკრაინისთვის როგორი? “ევროკავშირული”? რა კომენტარებს აკეთებენ ჩვენი “ცვილის ფიგურები” და მათი ენჯეო-გენერატორები ყოველივე ამაზე? ამ ტექსტში “უკრაინის” მაგივრად “საქართველო” რომ ამოეკითხათ “ფაღარათი” დაეწყებოდათ, თუ საარჩევნო “პრორუსული” მეტამორფოზების ფონზე – “კუჭის შეკრულობა”?

უამრავ შეკითხვას შეგპირდით, მაგრამ სულ 12 გამომივიდა…“ – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.