ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შემდეგ განცხადებას ეხმაურება: „თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში, გარანტიას გაძლევთ, დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი“.

„პრემიერ-მინისტრმა როგორც რიგით მოქალაქეებზე და, ასევე, ექსპერტებზე ბევრად უკეთ ინფორმირებულმა პირმა (მისი თანამდებობიდან გამომდინარე) იცის, რასაც ამბობს.
ზოგიერთი რამ ჩვენც ვიცით და თუნდაც ეს “ზოგიერთი რამ” მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ რაც ითქვა, სრულიად შეესაბამება სიმართლეს. სამწუხაროდ, ჩვენ როგორც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში აღმოჩენილ პატარა და მოწყვლად ქვეყანას, გვიწევს, ბევრ რამეს გავუწიოთ ანგარიში. სწორედ ამის გამო ვერ ხდება, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ბევრი რამის გასაჯაროება, რასაც გონიერი ხალხი, ვფიქრობ, გაგებით მოეკიდება“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.