“ძალიან მარტივია, დაინახო 2012 წლის შემდეგ ქვეყნის წინსვლა და განვითარება; ძალიან მარტივია, დაინახო განსხვავება 2012-მდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის. ძალიან მარტივია, რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუება”, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და სხვადასხვა მონაცემს აქვეყნებს.

“2012 წელს ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა იყო 8 000 000 000 ლარი, 2024 წელს არის 56 000 000 000 ლარი, რაც 2012 წელზე 7-ჯერ მეტია. მათ შორის, 6-ჯერ გაზრდილია ფიზიკური პირების დანაზოგების მოცულობა, რომლის ოდენობა 29 000 000 000 ლარია.

– 2012 წელს ქვეყანაში მანქანების რაოდენობა იყო 632 000, 2024 წლამდე კი იგი 2.6-ჯერ გაიზარდა (1 700 000 ერთეული).

– 2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 26 000 000 000 ლარი იყო, 2024 წელს არის 3.2-ჯერ მეტი – 81 000 000 000 ლარი.

– 2012 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 9 000 000 000 ლარი იყო, 2024 წლის ბიუჯეტი კი 3-ჯერ მეტია – 28 000 000 000 ლარია. ივნისში ეს რიცხვი კიდევ 519 000 000 ლარით გაიზარდა.

– 2024 წლის ბიუჯეტი 2 000 000 000 ლარით აღემატება 2012 წლის მთლიან შიდა პროდუქტს.

– 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 7 000 ლარი; 2024 წელს არის 3-ჯერ მეტი – 22 000 ლარი.

– 2023 წელს 5-ჯერ მეტი ბინა გაიყიდა, ვიდრე 2012 წელს და მყიდველთა 82% საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეა”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე “ფეისბუკის” გვერდზე.