საკონსულტაციო კომპანია “Henley & Partners-ის” ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში 6 პოზიციით დაწინაურდა. 2024 წლის კვლევა კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ირკვევა, რომ წელს საქართველო რეიტინგში 44-ე პოზიციას იკავებს და ქვეყნის მოქალაქეებს 122 სახელმწიფოში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა.

ცნობისთვის: შარშან საქართველო ინდექსში 50-ე პოზიციაზე იმყოფებოდა და უვიზოდ მოგზაურობა მოქალაქეებს 116 ქვეყანაში შეეძლოთ.

რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, რომელსაც 195 სახელმწიფოსთან აქვს უვიზო მიმოსვლა.