იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი 26-31 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას პირველი ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო “Reuters-ი” ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვიზიტის მთავარ მიზანს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მელონი ჩინურ ინვესტიციებს იტალიის ეკონომიკის სტიმულისთვის კარგ შესაძლებლობად განიხილავს.

ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრემიერი შეხვედრებს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლი ციანთან გამართავს.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის პარალელურად, იტალიურ-ჩინური ბიზნეს ფორუმი გაიმართება.