გიორგი გამსახურდია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, პარტია „არჩევნების დაცვის ჯგუფს“ ააქტიურებს.

„გახარია და მისი დამქაშები გაყალბებაზე რომ საუბრობენ, ეგ ცალკე “კლინიკაა”. ერთ-ერთი მიზეზი მათ გუნდთან შეუთავსებლობისა სწორედ ეგ იყო, – პირადად მახსოვს, არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით რომ იყვნენ განმსჭვალულნი, რაზეც ჩვენგან ყოველთვის, თავისთავად, უარი იყო. ეგეც, ალბათ, გეგმის ნაწილი გახლდათ გახარიასგან, რომ “ქართული ოცნების” როგორც პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია მოეხდინა. საერთოდ, ეს ადეიშვილის პროკურორი რა სამართლიანობაზე საუბრობს, ვერ გამიგია…“ – წერს გიორგი გამსახურდია “ფეისბუკის” გვერდზე.