“აღარც ვბრაზდები, უბრალოდ, გული მწყდება.
“POSTV-ი” რადგან ხელისუფლების ღია მხარდამჭერი და ერთგულია, ჩვენი ცემა, გინება, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა “მოსულა”. სამაგიეროდ, “მთავარი არხის” თანამშრომლებმა თვითონ დაიწყეს კონფლიქტი, პირველებმაც გაიწიეს, შეურაცხყოფაც მიაყენეს, კაცმა თავი დაიცვა, პასუხი გასცა და ის მეორე დღესვე დააკავეს.
ეს არის კომპლექსი და სხვა არაფერი, რაც ძალიან ცუდი სანახავია, მარტო ჩემთვის არა, ყველასთვის!” – წერს სოციალურ ქსელში “POSTV-ის” ჟურნალისტი ნათია ბერიძე.

“ამიტომ საგამოძიებო სამსახურს ღიად მივმართავ: მოიხსენით ეს უაზრო კომპლექსები. დროა, მგონი, უკვე. და სამართლიანები იყავით! ნუ ცდილობთ ვიღაცების წისქვილზე წყლის დასხმას და ჩვენს იგნორირებას მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ხელისუფლების მხარდამჭერები ვართ”, – წერს ბერიძე “ფეისბუკის” გვერდზე.