პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივ წინასაარჩევნო აქტივობებს ეხმაურება.

„დესტრუქციული ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი ერთი ყულაბიდან ფინანსდებიან, ერთი კაბინეტიდან იმართებიან და, რა თქმა უნდა, სწორედ ამ პროცესს სჭირდება გამჭვირვალობა. ამიტომ არის მათთვის მიუღებელი გამჭვირვალობა და ურჩევნიათ,  ფინანსები იყოს გაუმჭვირვალე.

საზოგადოებამ იცის, ერთი მხრიდან დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები და დესტრუქციული არასამთავრობო სექტორი როგორ მავნებლობენ ქვეყანასა და საზოგადოებაზე. ამიტომ, 26 ოქტომბერს, საზოგადოება მათ ერთიანად გამოუტანს განაჩენს“, – განაცხადა ხუნდაძემ.