“როგორც ამერიკის კონგრესში საქართველოს უსაფუძვლო, უარგუმენტო კრიტიკა გამჭვირვალობის კანონის მოგონილი თემით ნიშნავს მარტივ რამეს – საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის დაუოკებელ სურვილს, ზუსტად ასევე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე – ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეწყვეტა არის უმარტივესი მესიჯი ჩვენი ქვეყნისთვის – “არ იომეთ? არ გახსენით მეორე ფრონტი? ჰოდა ფულსაც ვეღარ მიიღებთ”, – წერს მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

“დიახ, ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა. ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. “ლამაზი თვალების” და ქართული არმიის სიყვარულის გამო არავინ აფინანსებდა ჩვენს ჯარს. ისინი ემზადებოდნენ გადამწყვეტი მომენტისთვის და რადგან ამ მომენტში ცეცხლი არ გავხსენით და სამშობლო გადავარჩინეთ გარდაუვალ განადგურებას, დაგვსაჯეს დაფინანსების გაჩერებით და წვრთნების გაუქმებით!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.