BRUSSELS, BELGIUM - APRIL 10: Executive Vice President of Reconquête, Marion Marechal (Marion Maréchal-Le Pen) reacts during a debate between French top candidate for the European Parliament elections, in the European Parliament on April 10, 2024 in Brussels, Belgium. Two months before the European elections, the campaign is now well underway in France. (Photo by Thierry Monasse/Getty Images)

ფრანგმა ევროპარლამენტარმა მარიონ მარეშალმა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე “დრაგ ქვინების” მიერ “საიდუმლო სერობის” პაროდია გააკრიტიკა.

მარეშალმა მიმართა ქრისტიანებს, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და აღნიშნა, რომ მათ მემარცხენე უმცირესობა ესაუბრება, რომელიც ყველანაირი პროვოკაციისთვის მზად არის.

“მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქრისტიანს, ვინც ახლა პარიზის ოლიმპიადის ცერემონიას უყურებს და “დრაგ ქვინების” მიერ “საიდუმლო სერობის” პაროდიის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, იცოდეთ, რომ არა საფრანგეთი, არამედ მემარცხენე უმცირესობა გესაუბრებათ, რომელიც მზად არის ნებისმიერი პროვოკაციისთვის. ჩემი სახელით არა”, – დაწერა ევროპარლამენტარმა “X-ზე”.