“რატომ უნდა დასაჯო პარტნიორი ქვეყნის ჯარი, როცა ყველა შენს წამოწყებულ აქტივობაში გვერდით დაგიდგა, არ გიღალატა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრჯერ გადაგარჩინა დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლაში”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ომში ჩართვაზე.

“მოვლენების განვითარებამ დაგვანახა, რომ მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი.
ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე, რაც გამოიწვევდა, არა მარტო ქვეყნის ჩამოშლას და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს, არამედ დადგებოდა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი.
ასე, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ეს არ ეკადრება!

საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას, რისი გარანტიც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია!” – წერს ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.