“დასავლელი პარტნიორების საქართველოსთან „პარტნიორობას,“ ბოლო წლებში ერთობ თავისებური სახე მიეცა, რის გამოც ამ სიტყვას უკვე ბრჭყალებში ვათავსებ”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

“აღმოჩნდა, რომ დასავლეთისთვის პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის ზვარაკად შეწირვას ნიშნავს თურმე, როდესაც სასწორზე დევს დასავლეთის დიადი მიზანი – მაგალითად, უკრაინასთან ომში რუსეთის სტრატეგიული დამარცხება.

არაერთი ღია თუ ფარული მოწოდება თუ ზეწოლა განხორციელდა საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე, რომ ის უფრო აქტიური ყოფილიყო უკრაინის დახმარების საქმეში (ფაქტიურად გამხდარიყო ომის მონაწილე მხარე). ინფორმაცია ამის შესახებ იძებნება საჯარო საინფორმაციო სივრცეში, რომ არაფერი ვთქვათ კულუარებიდან გამოჟონილ ინფორმაციებზე.

როდესაც ზეწოლის ადრე გამოყენებულმა ინსტრუმენტებმა შედეგი ვერ გამოიღეს, ამოქმედდა ახალი ინსტრუმენტები – „პარტნიორების“ მიერ ქართული ჯარისთვის დაფინანსების შეჩერება და ამ თანხის ენჯეოებისკენ და პარტიული მედიებისკენ მიმართვა, ერთობლივი წვრთნების გადადება და ა.შ.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. საგარეო ფაქტორები რომ დროებით გვერდზე გადავდოთ, ეს დამოკიდებული იქნება ჩვენთან საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, რომელშიც „ქაქრთულ ოცნებას“ ყველაზე მეტი შანსი აქვს რომ გაიმარჯვოს”, – წერს ანალიტიკოსი “ფეისბუკის” გვერდზე.