“tv პირველი” დიდი ხანია ასტრალში გავიდა, შაბათის ეთერში მორიგი პროპაგანდისტული სიუჟეტი გავიდა, რომელშიც საუბარი კალაძის საათს შეეხება. როცა სხვა თემა არ გაქვს და საათით მანიპულაციას ცდილობ, ნიშნავს რომ კალაძე მართლა კარგი მერია და მას უკანონობასთან კვეთა არ აქვს”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე.
“საათის თემა როგორც იტყვიან თითიდან გამოწოვილი არის, რადგან დეკლარაციას თავის შევსების წესი აქვს და მას ყოველდღიურად არ ავსებ, დეკლარაციების თემაზე მიმუშავია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კალაძის დეკლარაცია კანონის მოთხოვნებს სრულად პასუხობს.
აქვე რამდენიმე სიტყვა ტვ პირველის უბიწოების და ობიექტურობის შესახებ, ეს არის ტელეკომპანია, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასამართლოში ორი საქმე წააგო, ორივე შემთხვევაში საუბარია ტყუილის გავრცელებაზე, იურიდიულად დადასტურებულია, რომ ტვ პირველი ტყუილს ავრცელებს. სხვისკენ თითის გაშვერას და დამნაშავის ძახილს, ხომ არ ჯობია ტყუილის თქმას შეეშვათ და ჟურნალისტურ სტანდარტებს დაუბრუნდეთ?” – წერს დავით ჩიხელიძე.