“საათებიო, ეს უნახავი როგორ უნდა ბედავდეს კახას სახელის ხსენებასაც კი, ადამიანის, რომელიც გარდა იმისა, რომ შესანიშნავად უძღვება თავის საქმეს, განურჩევლად ყველას ეხმარება”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა კახა კალაძის შესახებ “tv პირველის” სიუჟეტს.

„არასდროს დამავიწყდება, წლების წინ, ბლექ-ნოდარას იმ გიჟის მოწვევით სტუმრად მყოფი, შერონ სტოუნის ტუალეტიდან გაკეთებული სიუჟეტი. ასეთი უგემოვნებო, ყვითელსაც რომ ვერ დაარქმევ სიუჟეტი ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას არ ახსოვს. რა შეიცვლებოდა იმის შემდეგ, გარდა იმისა, რომ ნოდარა გაიზრდებოდა, აზროვნება ხომ იგივე დარჩა.

ასეთივე მდარე და რაც მთავარია ტყუილებით გაჯერებული იყო გუშინდელი მისი სიუჟეტი კახა კალაძეზე, იმ კახა კალაძეზე, რომელმაც ჯანმრთელობა შესწირა საკუთარ პროფესიას და დაუღალავი შრომით მიაღწია უმაღლეს საფეხურს სპორტში, მაშინ, როცა ბლექ-ნოდარა ფულებს შეკვეთილ სიუჟეტებში იღებდა და არ ერიდებოდა არც ბავშვების ფსიქიკის დანგრევას, არც მოხუცი ადამიანების ჯანმრთელობის შერყევას.

საათებიო, ეს უნახავი როგორ უნდა ბედავდეს კახას სახელის ხსენებასაც კი, ადამიანის, რომელიც გარდა იმისა, რომ შესანიშნავად უძღვება თავის საქმეს, განურჩევლად ყველას ეხმარება.

ისე ვურჩევ ნოდარას, საათებზე სიუჟეტს, კახას წინდები დათვალოს და აი ის იქნება თუ იქნება ექსკლუზივი და რეზონანსული, პრემიასაც დაირტყავს დამკვეთებისგან, ისინიც ხომ ბლექ-ნოდარას აზროვნების არიან“, – წერს ნინო ფოჩხუა.