„ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგებს ეხმაურება.

„ედისონ რისერჩის“ კვლევა ობიექტურ რეალობას კი არ ასახავს, არამედ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ემსახურება, – თითქოს, ოპოზიციას არჩევნები გაუყალბეს და ქუჩაში გამოსვლა იქნება საჭირო.

ეს კვლევები არა 26, არამედ 27 ოქტომბერზეა გათვლილი. საზოგადოებრივი აზრი ომის, სანქციებისა და ჩარტერებით უკრაინაში მეომრების გაგზავნის საწინააღმდეგოდ მყარად რომ ჩამოყალიბდა, სწორედ ამიტომ უარყო ოპოზიციამ, რომ სულ მცირე ხნის წინ ჯიუტად უჭერდა მხარს ომსაც და სანქციებსაც.
უფრო მეტიც – საქართველოდან უკრაინაში იარაღიც უნდა გაგვეგზავნა და აფხაზეთსაც დავსხმოდით თავს. ამიტომ ამომრჩეველმა არა ყალბ ციფრებს, არამედ ობიექტურ რეალობას უნდა შეხედოს და მშვიდობა ხელიდან არ უნდა გაუშვას. მშვიდობის გარანტი დღეს მხოლოდ “ქართული ოცნებაა”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე “ფეისბუკის” გვერდზე.