პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის საკონსტიტუციო სარჩელს ეხმაურება.
მაჭარაშვილის განმარტებით, არასამთავრობო სექტორი გაუმჭვირვალეა ქართველ საზოგადოებასთან, თუმცა გამჭვირვალეა უცხოელ პატრონებთან.
“ძალიან კარგად დავინახეთ, რომ ჩვენ ვიყავით მართლები, როდესაც არასამთავრობო სექტორზე ვამბობდით, – ისინი ქართველ საზოგადოებას კი არა, უცხოურ ძალებს წარმოადგენენ და იღებენ არა გამჭვირვალე, არამედ “შავ” ფულს.
“ქართული ოცნების” ბრიფინგზე დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორის აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს მკვეთრად დაბურული მინებით, სამაგიეროდ, ღია მინებით მუშაობენ საკუთარ დონორებთან, ამიტომაც შეაქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გამჭვირვალობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.