კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გამო საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის 650 ათასი დოლარის დაკისრების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება”, – რატი ბრეგაძე.
თაღლითები რომ იყვნენ ხაზარაძე
და ჯაფარიძე ბანკირობისას, ცნობილია! როგორი პოლიტიკოსები და საკუთარი სამშობლოს გულშემატკივრებიც არიან, ამ განაჩენით გამოჩნდა!
ბატონი ხაზარაძე ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას – იმ დროისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25%-ს და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტს”, – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელ “X-ში”.