საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს – მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ახლად არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება.