პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„მოკლედ, თავიანთი “ჭკუით”, გადადიან წინასაარჩევნო შეტევაში. როგორც ყოველთვის – არა ტვინით თვისით, არა პროგრამული პაექრობის ჭიდილით, არამედ გარეშე ძალების ხარჯზე და სხვის “სამზარეულოში” ცნობისმოყვარე ცხვირის ჩაყოფით. ამჯერად, მათი მზერა მიპყრობილია ვენესუელისკენ, სადაც “გლობალური ომის პარტიამ” იქ 2019 წელს წამოწყებული რევოლუციური გადატრიალება უნდა მიიყვანოს სანუკვარ დასასრულამდე – მადუროს მიერ მოგებული არჩევნები გაყალბებულად და ბათილად უნდა გამოაცხადონ.
მე უკვე შეგახსენეთ, რით დაიწყო ვენესუელის “კარტის” გათამაშება (https://geo-first.com/trampi-vs-demokratebi-msgavseba…/) – ამჯერად, იქ ვითარდება ზუსტად ის სცენარი, რომელზეც ძირითადი ფსონი აქვს გაკეთებული კოლექტიურ “სანაცეთს”- გოცირიძეთი დაწყებული, სააკაშვილით დამთავრებული. “ვენესუელა! ვენესუელა!” – ბღავიან ისინი, მეორე დღეა, – “ჩვენც მასე გვინდა! როგორც იქ არის, მასე გვინდა!” მაგრამ თქვენს “გინდასა” და ჩვენს “არ აგარევინებთს” შორის გადაულახავი უფსკრულია.

ამჟამად, ვენესუელაში, კლასიკური მეთოდით ვითარდება გადატრიალების მცდელობა – არჩევნების გაყალბების საბაბით. უკვე ჩამოაგდეს უგო ჩავესის ძეგლი, მოტოციკლეტს გამოაბეს მისი თავი და ასე ათრიეს ქუჩებში.

ასევე გაშმაგებით ხევენ ქუჩებში მადუროს უზარმაზარ წინასაარჩევნო ბილბორდებს. ლათინური და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოთა ნაწილმა არ აღიარა არჩევნების შედეგები.

მოსალოდნელად მიულოცა მადუროს პუტინმა, ხოლო აშშ ფრთხილი განცხადებით შემოიფარგლა – ბლინკენის თქმით, ყველა ხმა უნდა იყოს დათვლილი.
მადუროს წინააღმდეგ გაილაშქრა ვენესუელის შეიარაღებულმა კრიმინალურმა სამყარომ. კარაკასთან მისასვლელი ცენტრალური ტრასები გადაკეტილია, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის არის სისხლიანი შეჯახებები. საყოველთაოდ ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს პოლიციისა და ჯარის ნაწილი აღარ ასრულებენ მადუროს ბრძანებებს, რაც სიმართლეს არ ჰგავს.

ვენესუელის ქალაქების ქუჩებში ხალხმა დაიწყო მაროდიორობა, – თუ სადმე რამე ეგულებათ, ყველაფერს ძარცვავენ.

დღევანდელი ღამე, ალბათ, გადამწყვეტი იქნება: თუ მადურომ მოახერხა ხვალ მხარდამჭერების გამოყვანა, მაშინ სრული ლეგიტიმაცია ექნება, სასტიკად გაუსწორდეს თავის “მტრებს”.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გამართლდება მადუროს წინასაარჩევნო დანაპირები – “ან ვიქნები მე, ან იქნება ომი”.

იგრძნობა სამოქალაქო ომის დიდი ალბათობა, რომლის შედეგადაც ვენესუელაში “მშვიდობის დამყარების” პროცესში აქტიურად ჩაერევიან მეზობლები, ქვეყნის უზარმაზარი ნავთობის მარაგების ხელში ჩაგდების მიზნით.

ეს არის ჩვენი “ნაცების” საქართველოსთვის მოსარგები სცენარი; ეს არის მოვლენათა ის განვითარება, რომელსაც ნატრულობენ ჩვენთვის, ყოველგვარი განსხვავებულობის განურჩევლად – საქართველოსა და ვენესუელას, ქართველებსა და ვენესუელელებს, ქვეყნის ეკონომიკებს (ვენესუელაში საშუალო ხელფასი 18 დოლარია), ჩვენს ხელისუფლებებს შორის – იქ მიმდინარე პროცესების აქ ბრმა კალკირებით. მეორე დღეა, გვესმის: “გვინდა! ისევე გვინდა, როგორც ეს ვენესუელაშია!”

ვისაც ხელისუფლების საარჩევნო გზავნილები – “მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა” – აღიზიანებს და ყელში ამოუვიდა, გადაიკითხოს კიდევ ერთხელ, რა მოვლენები ვითარდება დღეს ვენესუელაში, რისი გამეორება სურთ ჩვენთან, და საკუთარ თავში ნორმალურ და სულელ ადამიანს შორის არჩევანი გააკეთოს! ოღონდ, თავისთვის გააკეთოს. ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში, ამ ქვეყნის მოსახლეობის ნორმალურ უმრავლესობას ამით ვერ გააგიჟებთ! ამ ქვეყანაში უფლის, ღვთისმშობლის, ზეციურ წმინდანთა ასობით ათასი დასისა და მათ ამქვეყნიურ საყრდენს: ქრისტესმოყვარე მთავრობას, მხედრობას და მორწმუნე საზოგადოებას ვერ ააყირავებთ და ვერ დაამარცხებთ! დაოკდით, შეპყრობილებო!!!“ – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.