“საერთაშორისო მართლმსაჯულებამაც დაადასტურა, რომ პოლიტიკანები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან თაღლითები”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვით, პარიზის არბიტრაჟმა ხაზარაძე/ჯაფარიძეს საქართველოს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გამო 650 000 დოლარის გადახდა დააკისრა.
“ლუზერობაში გაწაფულ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პარიზის არბიტრაჟმა დამანგრეველი განაჩენი გამოუტანა ანაკლიის ჩავარდნილ პროექტზე.
მათ მოუწევთ საქართველოს სახელმწიფოსთვის დიდი თანხის გადახდა. ისედაც რა რეიტინგი ჰქონდა და ახლა სამართალმა “კარგი საჩუქარი” მიართვა შარლატანების პარტია-კანტორა “ლელოს””, – წერს აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.