“ნომერ პირველი უსამშობლო და საქართველოში ბომბების წვიმის მსურველი ნინო ლომჯარია უცხოელი პატრონების დავალებით თავს იღიზიანებს და ცდილობს, პრემიერის ირანში ვიზიტი სკანდალურ ამბად წარმოაჩინოს.

არადა, ამავე ინაუგურაციას ევროკავშირისა და გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სწორედ იმიტომ, რომ მუდმივად მანიპულირებთ და საზოგადოებას ატყუებთ, სიყალბის გავრცელებით ხართ დაკავებული და მუდმივად სხვისი “გაშავების” პროპაგანდას ეწევით, ხართ იქ, სადაც ხართ – ფსკერზე!” – წერს “ფეისბუკის” გვერდზე “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი” ლევან ნიკოლეიშვილი.