„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე გია ხუხაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი ფიქრობს, რომ „ორი პერსპექტივა აქვს – ერეკლე მეორე უნდა გახდეს, ან სერგო ორჯონიკიძე“.

“ალესილი პიტალო არ ჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ ღალატიდან დაწყებული, ქურდობით და მამაძაღლობით დამთავრებული, ყველაფერი იკადრა, ნაცვლად სოროში ჩაძრომისა, ენა აქვს გადმოგდებული და ითხოვს, ძალიან დაჟინებით ითხოვს, დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულებისათვის.

განსაკუთრებით მაშინ უმძაფრდება ეს მოთხოვნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი ფეშენებელური აგარაკიდან ლანძღავს მას. ჰოდა, ჩემო პიტალო, ხომ იცი, რომ სამართალი ურმით დადის. აუცილებლად, ძალიან მალე დადგება შენი და შენნაირი “კრისების” დაფერთხვის დრო. ეს კარგად დაიმახსოვრე!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.