იგი მხოლოდ სარგებელს იღებს ამ პატიმრობის შეფარდებით, ვინაიდან მისი მდგომარეობაარანაირად არ უარესდება, ისედაც პატიმარია სხვა საქმეებზე და მათ ანგარიშში  ახალსაქმეზეც ჩაერთო საპატიმრო ვადის დღეების ათვლა, რაც იწვევს  მათ ორმაგ გამოქვითვასსაპატიმრო ვადებიდან“, –  ასე ეხმიანებაერთიანი ნეიტრალური საქართველოსწევრი, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფოსაზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობისშეფარდებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდების საქმეზე მიხეილსააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო (მოსამართლისშეცვლის გამო).

სასამართლომ საწყისსავე ეტაპზე განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურისშუამდგომლობა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახითპატიმრობის გამოყენების თაობაზე და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სპეციფიკურითავისებურებების და საშიშროების, მათ შორის რეციდივის  გათვალისწინებით მიიჩნია, რომარსებობს ბრალდებულის მხრიდან პატიმრობის გამოყენების საფუძვლების მათ შორისმტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების  თუ ახალი დანაშაულის ჩადენისრისკების გათვალისწინებით.

აღნიშნულს სააკაშვილის, მისი პარტიისნაც. მოძრაობის  თუ სატელიტი პოლიტიკურიჯგუფების დაჯიბის ტელევიზიებისმხრიდან მოჰყვა ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნისმცდელობა, რომ თურმე რაღაც გაუგონარი რამ  მოხდა და პოლიტიკური სარჩულის მიკერებასცადეს ჩვეულ სტილში.

სინამდვილეში, ვინც ოდნავ გარკვეულია იურისპრუდენციაში მარტივად მიხვდებოდა, რომ ესგადაწყვეტილება ყველანაირი ლოგიკით თვით სააკაშვილისთვისაა ხელსაყრელი დამისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო  ყოველმხრივ, გარდა  იმ შემთხვევისა თუ მართლაც ისევდანაშაულებრივი მეთოდების და უკანონო გზების გამოყენებას არ ფიქრობს , რომელთარისკების დასაზღვევადაც იშუამდგომლა სწორედ პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებისსახით პატიმრობის გამოყენება.

მივყვეთ თანმიმდევრულად: მიხეილ სააკაშვილი ამჟამად კანონიერ ძალაში შესულიგანაჩენებით მსჯავრდებულია და  სასჯელს იხდის 2 სისხლის საქმეზე: 1. გირგვლიანის .. შეწყალების საქმე და 2. ვალერი გელაშვილის .. ცემის საქმე ორივე მათგანზე მისჯილიაქვს საპატიმრო სასჯელები. ამ უკანასკნელ საქმეზე(გელაშვილის ცემის ფაქტზე)   მისთვისშეფარდებულია უფრო  მკაცრი  სასჯელი რომელიც შეადგენს 6 წლით თავისუფლებისაღკვეთას. შესაბამისად სრულიად ცხადია და ლოგიკურია, რომ ახლანდელ ,, საზღვრისუკანონო კვეთის საქმეზე(რომელიც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთსითვალისწინებს) თუ იგი გამტყუნდება, მისი  ახალი   სასჯელი ნებისმიერ შემთხვევაში უფრონაკლები იქნება ვიდრე უკვე მისჯილი 6 წლიანი პატიმრობა და შესაბამისად აშკარაა, რომუპირობოდ უფრო მსუბუქი სასჯელი ვერანაირად ვერ შთანთქავს უფრო მძიმე სასჯელს დაცხადია რომ ახალი სასჯელი(ცხადია გამტყუნების შემთხვევაში)  მას ცალკე ექნებამოსახდელი.

ანუ შესაბამისად დასკვნა: საზღვრის კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახითშეფარდებული პატიმრობა ცალსახად არანაირად არ აზიანებს .სააკაშვილის ინტერესებს დაპირიქით ორმაგად უქვითავს საპატიმროში გასატარებელ დღეებს.

კერძოდ,  როდესაც იგი სხვა ძველ საქმეებზე ისედაც იხდის უკვე საპატიმრო სასჯელს, მასამის პარალელურად დღევანდელი შეფარდებული პატიმრობით დაეწყო ათვლა  დასაპატიმრო ვადის დინება უკვე ამ ახალ .. საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე. შესაბამისად ჰიპოთეტურად თუ ის ამ ახალ საქმეზე გამტყუნდება(რომლის ალბათობაცძალიან მაღალია, იმიტომ პრაქტიკულად დადასტურებულია მის მიერ, არაჟნისკონტეინერებში სამარცხვინოდ ჩამალვით, საზღვრის უკანონო კვეთა), იგი რეალურად სხვაძველ საქმეებზე მისჯილი პატიმრობის ვადების მოხდის ანგარიშში დღეიდან მოყოლებულპერიოდს  გამოიქვითავს პროპორციულად და შესაბამისად ეს ვადა მოხდილად ჩაეთვლებადა გამოაკლდება ახალი განაჩენით მისჯილი სასჯელის ვადას  ანუ ეს პერიოდი მასმოაკლდება და შესაბამისად მოხდილად ჩაეთვლება საზღვრის კვეთის საქმეზე.

სხვაგვარი   სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი მხოლოდ სარგებელს იღებს ამ პატიმრობისშეფარდებით, ვინაიდან მისი მდგომარეობა არანაირად არ უარესდება, ისედაც პატიმარიასხვა საქმეებზე და მათ ანგარიშში  ახალ საქმეზეც ჩაერთო საპატიმრო ვადის დღეებისათვლა, რაც იწვევს  მათ ორმაგ გამოქვითვას საპატიმრო ვადებიდან.

სხვა შემთხვევაში, თუ მას ახლა ძველი საქმეების ფარგლებში მიმდინარე პატიმრობისპარალელურად არ შეეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, მაშინ მას ახალიგანაჩენით ცხადია სრულად ყოველგვარი გამოქვითვის გარეშე მოუწევდა საპატიმროსასჯელის სრული მოხდა.

აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ძველ საქმეებზე საპატიმრო სასჯელის მოხდისპირობებში მყოფი   . სააკაშვილისთვის საზღვრის უკანანო კვეთის ახალ საქმეზეშეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაპატიმრობა არანაირი ზიანის  მომტანი არ არისმისთვის და პირიქით  უფრო მისაღები უნდა იყოს, თუ ცხადია მას სხვადანაშაულებრივიგეგმები  და მიზნები  არ ამოძრავებს.

ამიტომ გაუგებარია სააკაშვილის მხარის რეაქციები ამ გადაწყვეტილებაზე  და სწორედაცრომ ერთგვარილაკმუსის ქაღალდიაიმის გამოსააშკარავებლადაპირებს თუ არა კვლავდანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელებას ახლო მომავალში.

შესაბამისად, უკვე ცხადი ხდება თუ  რატომაც დააყენა პროკურატურამ   შუამდგომლობამიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების  სახით პატიმრობის გამოყენებაზე, ვინაიდან მაღალი ალბათობით მას აქვს  კონკრეტული მასალები და და შესაბამისიმონაცემები სააკაშვილის სხვა დანაშაულებრივ გეგმებზე და საქმიანობაზე, თუმცაგარკვეული ტაქტიკური მოსაზრებებით ჯერჯერობით თავს იკავებს და არ ამხელს ამინფორმაციას, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და ახალი დანაშაულებისგამოაშკარავებას, რასაც სავარაუდოდ გეგმავენ . სააკაშვილი და მისი ჯგუფი.

სხვა ნებისმიერ შემთხვევაში გაუგებარია ის ისტერია, რაც აღკვეთის ღონისძიებისშეფარდებას მოჰყვა და ეს მოდელირებული და ხელოვნური აჟიოტაჟი (რაც, “ნაციონალურიმოძრაობისჩვეული ხელწერაა) სწორედაც რომ მიუთითებს, რომ მათ დანაშაულებრივგეგმებს ხელი შეეშალა და ამ შემთხვევაში თავიანთივე ქმედებებით ამართლებენ ძველქართულ ანდაზას – „ქურდს ქუდი ეწვისო“- რაც სწორედაც რომ სააკაშვილს ესადაგება დამისმა არაადეკვატურმა რეაქციებმაც ამის სრული ლუსტრაცია მოახდინა“, –  წერს ლევანნიკოლეიშვილი.