უკრაინაში 800 ათასმა მამაკაცმა ჯარში გაწვევის თავიდან ასაცილებლად მისამართი და სამსახურებრივი ანაზღაურების სისტემა შეიცვალა. ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ უკრაინის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიმდინარე მობილიზაციის ფონზე პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ნატალუხამ განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კომპანიებმა გაწვევის ან ემიგრაციის გამო დაკარგეს სამუშაო ძალის საშუალოდ 10-20 პროცენტი.
„ფაინენშელ თაიმსის“ თანახმად, უკრაინაში სულ უფრო მეტი ბიზნესი იხურება რესურსების ნაკლებობის გამო, რაც უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე და მოსალოდნელია, რომ სექტემბრის ბოლოსთვის სიტუაციამ, შესაძლოა, კრიტიკულ წერტილამდე მიაღწიოს.