„ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს ჰქონდა და აქვს დემოგრაფიული პრობლემები. ამის „მოგვარება” მარტივად გადაწყვიტეს და მოსახლეობა იმიგრანტების ხარჯზე შეავსეს. ანუ, „მეორადი ქვეყნების“ მოსახლეობა, სადაც მაღალი შობადობაა, დაბალი შობადობის განვითარებულ ქვეყნებში შეუშვეს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შედეგად მიიღეს ის, რომ ევროპელ ხალხს არჩევნებში საკუთარი ქვეყნის ბედს იმიგრანტები უწყვეტენ. ეს არის გარედან მართული პოლიტიკა იმიგრაციული პოლიტიკის საშუალებით”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე.
“უკრაინის მართვის სადავეები უკვე სხვის ხელშია. ჯერ ომის შედეგად განადგურებული გენოფონდი და ახლო მომავალში უკვე იმიგრაციისთვის განწირული ქვეყანა. ეს არის ლიბერალების მართვის მეთოდები. ისე მოგუდავენ სახელმწიფოს ფერადი, ბრჭყვიალა პოლიტიკით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აზრზე ვერ მოდის. როდესაც ამას ხვდებიან, უკვე გვიანია.
სწორედ ამისთვის ჰყავდათ განწირული საქართველოც, მაგრამ გონივრული და პრინციპული პოლიტიკის შედეგად გადავრჩით. შემოტევები მცირე დროის განმავლობაში ისევ გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ეტყვით ქართველი ხალხი „არას“ და ეს იქნება მალე, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.