„სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის დასაზოგადოებისთვის, ახალი არ არის. მე მას მოვუწოდებდი, რომ კარგად დააკვირდესოლიმპიადას და მიხვდება, რომ ზედაბალი წონები არასდროს ერკინებიან ზემაღალ წონებს.
ეს ოლიმპიადის თამაშის წესებით აკრძალულია, ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც. ზედაბალი რეიტინგის და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერც გამოიწვევს და არცშედგება ასეთი ტიპის დებატები ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან დასაზოგადო მოღვაწესთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია“, – განაცხადა პარლამენტისდიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ, რითაცსალომე ზურაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევის შესახებგანცხადებას გამოეხმაურა.
“რაზე უნდა ესაუბროს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც არისმშვიდობის გარანტი, რომელსაც აქვს მართლაც უდიდესი ნდობა, როგორც მხარდამჭერებში, ისე ზოგადად ქართულ საზოგადოებაში.
განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც საპრეზიდენტო კარიერა დაიწყოგაუგებარი განცხადებებით რელიგიური მიმართულებით და განცხადებით, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან“, – განაცხადა ოდიშარიამ.