“კამალა ჰარისმა, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი წარადგინა. ჰარისი წლებია აცხადებს, რომ მეტი “ვოუკუზმია”(woke) საჭირო, რისთვისაც მისი და ბაიდენის ადმინისტრაცია ძალებს ნამდვილად არ იშურებდა. ცხადია, საპრეზიდენტო რბოლაში მეწყვილეც სწორედ ამ მთავარი კრიტერიუმით შეარჩია”, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი.
“მინესოტა არის შტატი, რომელშიც ლიბერალიზმი, “ვოუკიზმი” და გენდერიზმი არის გაბატონებული, კანონის დონეზე უზრუნველჰყოფილი და რელიგიის რანგში აყვანილი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ტიმ უოლცმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შტატს, ოჯახებიდან ბავშვების წაყვანის უფლებას აძლევს, თუ მშობლები სქესის შეცვლის ოპერაციაზე ნებართვას არ მისცემენ საკუთარ შვილებს. კიდევ სხვა უამრავი სიგიჟე უკავშირდება მინესოტას შტატს, რომელიც უოლცის გუბერნატორობის პირობებში დაინერგა. მაგალითად, მინესოტაში მდებარე სკოლებს დაევალათ ქალის ჰიგიენური საშუალებების განთავსება მათ შორის ბიჭების ტუალეტებშიც. უოლცის მინესოტა, LGBT თემის და მიგრანტების სამოთხედ არის ცნობილი, რადგან იქ ყველაფერი კეთდება, იმისათვის რომ უმცირესობა გაბატონდეს უმრავლესობაზე.
ტრამპმა და ვენსმა უკვე შეაფასეს კონკურენტის გადაწყვეტილება და ხუმრობითაც კი თქვეს, რომ უოლცი ჰარისზე უფრო მეტად ლიბერალია და რომ მათი გამარჯვება “სამყაროს ჯოჯოხეთად გადაქცევას” გამოიწვევს. ტრამპის საარჩევნო შტაბმა, ტიმ უოლცს “საშიში ლიბერალ-ექსტრემისტი უწოდა”.
დემოკრატების მხრიდან ჰარისი-უოლცის დუეტი მკაფიო განაცხადია, რომ მათი იდეოლოგია მხოლოდ ომებზე და “ვოუკ” იდეოლოგიის გაბატონებაზე დგას!
ვხედავთ რა ხდება ევროპაშიც, რომლის დიდი ნაწილიც შეგვიძლია ამერიკის კიდევ ერთ შტატად ჩავთვალოთ. პარიზის ოლიმპიადა ევროპის დღევანდელ მდგომარეობას ყველაზე კარგად აღწერს. ოლიმპიადა, რომელიც სპორტული რეკორდებით ვერ გამოირჩევა, მაგრამ ვოუკიზმის და გენდერული სიგიჟის კუთხით, რეკორდს რეკორდზე “აუმჯობესებს”. ჯერ იყო და, გახსნის ცერემონიაზე მოციქულები ჩაანაცვლეს ტრანსგენდერი მსახიობებით, შემდეგ სპორტში ქალები ჩაანაცვლეს ტრანსგენდერებით და მთელ მსოფლიოს აყურებინეს, როგორ ცემს კაცი – ქალს, სპორტული შეჯიბრების საფარქვეშ. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც დღეს აშშ და ევროპის დიდი ნაწილი იმართება. საქართველო კი, მხოლოდ იმიტომ არის მათი შეტევის ადრესატი, რომ არ გვსურს ამ სიგიჟეში მივიღოთ მონაწილეობა!
ომში ჩაბმა და LGBT იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლება არის უმთავრესი კრიტერიუმი, რაზეც ყბადაღებული ევროინტეგრაცია გადის და სხვა ყველაფერი უბრალოდ ფარსია!” – წერს შაქარიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.