საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კირცხალია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე “ნაციონალური მოძრაობის” და თავად ყოფილი პრეზიდენტის უარყოფით რეაქციას აფასებს.
“ნამდვილად ვერ ვხვდები, რა პრობლემას ხედავენ ამ განაჩენში, პირიქით, რა სასჯელსაც იხდის, რეალურად, ეს სასჯელი შთანთქავს ამ [საზღვრის კვეთის] სასჯელს. ერთადერთი, რისი ლეგიტიმური ეჭვიც გვიჩნდება არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, იყო რაღაც გარიგება სალომე ზურაბიშვილთან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შეწყალება და ალბათ ეს ჩაეყარათ წყალში”, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.