“სოცქსელის არქივი არ იკარგება, ხოლო ვითომ პატრიოტი ნაცრევანშისტები რაღაც სასაცილო “ქარტიის” მიზეზით, ერთ დროს “რეზიდენტი” სალომე ზურაბიშვილის გარშემო სასოწარკვეთილად ფართხალებენ”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილის მიერ 2014 წლის 7 აგვისტოს დაწერილი “ფეისბუკ” სტატუსის ე.წ. “სქრინს”, სადაც ზურაბიშვილი სააკაშვილს ადანაშაულებს ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში.
“ნათქვამია, რომ თანამდებობის, სარგებლისა და პრივილეგიების გამო ზნედაცემული ადამიანი ყველაფერს იკადრებსო, ამ მხრივ, ტოქსიკურ ნაცკლასტერს შესწავლაც არ სჭირდება, ყველაფერი ხელის გულზეა.
26 ოქტომბერს ომისა და ღალატის პარტიის გარდაუვალი დამარცხების შემდეგ, ზეაქტუალურია საფუძვლიანად იქნას გამოძიებული 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილის რეჟიმის თანაოკუპანტობა!” – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.