ოზურგეთში, დოლიძის ქუჩაზე მუნიციპალური ინსპექციის ახალი ოფისი გაიხსნა, რომელიცაღჭურვილია ახალი ტექნიკით და ინვენტარით.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ, გურიის მხარისა დაადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ოზურგეთში მუნიციპალური ინსპექციის ოფისის სრული რეაბილიტაცია გავაკეთეთდღეიდან, ჩვენი თანამშრომლები ახალ სამუშაო გარემოში გადავიდნენ. შენობა აღიჭურვაახალი ტექნიკით და ინვენტარით, განახლდა ავტოპარკი; ინსპექციის თანამშრომლებს უკვეაქვთ უნიფორმები და სამხრე ვიდეოკამერები. მუნიციპალური ინსპექცია ჩვენს მიერგატარებული რეფორმების შედეგად შეიქმნა და დარღვევების პრევენციის, მათზერეაგირების და მოქალაქეთა მომსახურების მხრივ ეფექტიანი სამსახურია. მადლობაოზურგეთის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თითოეულ თანამშრომელს და მისხელმძღვანელს, კეთილსინდისიერი შრომისა და ოზურგეთზე ყოველდღიურიზრუნვისთვის!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.