“აგვისტოს ომთან დაკავშირებული ყოველწლიური ვნებათაღელვები, გარწმუნებთ რამდენიმე დღეში გაქრება როგორც სოცქსელებიდან, ისე მეინსტრიმული მედია სივრციდან. სოციუმის ყურადღება ისევ წლის მთავარ მოვლენაზე – არჩევნებზე იქნება კონცენტრირებული”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

“ის თუ რომელმა პარტიამ აღნიშნა აგვისტოს ომის ტრაგიკული წლისთავი 7 აგვისტოს და არა 8 აგვისტოს, როგორც ადრე ხდებოდა, კარგ მარკერს აძლევს ამომრჩეველს, თუ რომელი პარტიები წარმოადგენენ ერთიან მიშისტურ ნაც-კლასტერს და რომელი არა.

ოპოზიციის ლუსტრაცია-კრისტალიზაციის პროცესი გრძელდება და მისი შედეგიც რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს”, – წერს ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.