ბულგარეთის პარლამენტმა სკოლებში ლგბტქ+ „პროპაგანდა“ აკრძალა. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა “Le Monde-ი” ავრცელებს.

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად კანონპროექტს პარლამენტის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი შემდეგით 159 მომხრე, 22 წინააღმდეგი . კანონი კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ ან „ბიოლოგიურის გარდა სხვა გენდერული იდენტობის” წაქეზებას.

კანონმდებლებმა ასევე კენჭი უყარეს ცალკეულ ტექსტს, რომელიც „არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას“ განსაზღვრავს, როგორც „ბულგარულ იურიდიულ ტრადიციაში საპირისპირო სქესის პირებს შორის საყოველთაოდ მიღებული და დამკვიდრებული ემოციური, რომანტიული თუ სექსუალური კავშირისგან განსხვავებულ მოვლენად”

ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტმა (BHC), რომელიც უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია გახლავთ , დეპუტატებს მოუწოდა, არ მიიღონ ცვლილებები . მათი განცხადებით კანონი “არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს”, მათ შორის უფლებებს , რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციით, ევროკავშირის კანონებითა და საერთაშორისო კონვენციებით არის გარანტირებული.