სპეციალურმა გენერალურმა ინსპექტორმა ავღანეთის აღდგენის საკითხებში (SIGAR) გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმადაც ამერიკული სამთავრობო ორგანიზაციების ფული, 293 მილიონი დოლარი, რომელიც ავღანელი ხალხისთვის იყო განკუთვნილი, შესაძლოა თალიბების ხელში აღმოჩნდა.
კერძოდ, დასკვნაში ნათქვამია, რომ SIGAR-მა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხუთი ორგანიზაცია შეამოწმა. ესენია: ბიურო დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში (DRL), ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL), ბიურო სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში (PM/WRA), ბიურო მოსახლეობის, დევნილებისა და მიგრაციის საკითხებში (PRM) და ბიურო სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში, პრესისა და საჯარო დიპლომატიის ოფისი (SCA/PPD).
გენერალურმა ინსპექტორმა გამოიძია მათი საქმიანობა 2022 წლის 1 მაისიდან 30 ნოემბრამდე. შემოწმებული ორგანიზაციებიდან ორმა – ბიურომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში (DRL) და ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ (INL) არ წარადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია, რათა სახელმწიფო დეპარტამენტს შეემოწმებინა, თუ სად მიდიოდა მათი ფულადი თანხები და რა პროექტები ფინანსდებოდა ავღანეთში.
შედეგად, DRL და INL-ის მიერ დაფინანსებული 23 პროექტის თანხები, შესაძლოა, თალიბების ხელში აღმოჩენილიყო.
SIGAR-მა შესაბამისი წერილით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართა, რაზეც მან უპასუხა, რომ სამი ბიურო – სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში (PM/WRA), მოსახლეობის, ლტოლვილებისა და მიგრაციის საკითხებში (PRM) და სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში, პრესისა და საჯარო დიპლომატიის ოფისი (SCA/PPD) შეესაბამებოდა სახელმწიფო პარტნიორის შემოწმების მოთხოვნებს.
თუმცა, ორმა ბიურომ – DRL-მა და INL-მა – ვერ წარადგინა დოკუმენტაცია მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ. საერთო ჯამში, სახელმწიფომ ვერ შეძლო ეჩვენება, თუ სად წავიდა 293 მილიონი დოლარი.