პროპალესტინელმა აქტივისტებმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისს ქალაქ დეტროიტში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვა გააწყვეტინეს. ინფორმაციას  ამერიკული გაზეთი “USA Today” ავრცელებს.

ჰარისი სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც ადამიანების ჯგუფი წამოდგა და დაიწყეს ყვირილი: „კამალა, კამალა, შენ ვერ დაიმალები! ჩვენ გენოციდს ხმას არ მივცემთ“.

თავდაპირველად ჰარისმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა, თუმცა პროპალესტინელი აქტივისტები არ ჩერდებოდნენ და აგრძელებდნენ ყვირილს, რა დროსაც ჰარისმა თქვა: „იცით, რა? თუ თქვენ გსურთ, რომ ტრამპმა მოიგოს, მაშინ თქვით. თუ არა და, მაშინ აქ მე ვილაპარაკებ“.

გაზეთის შეფასებით, ინციდენტი მეტყველებს იმაზე, რომ „დემოკრატიულ“ პარტიაში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ აზრები გაყოფილია.