ექსპერტი ნინო ფოჩხუა გამოეხმაურა ოპოზიციისა და არასამთავრობოების ცრუ ბრალდებების გამო ბაობაბის ხეების ტრანსპორტირების გაჭიანურების შედეგად, უნიკალური მცენარეების გახმობასთან დაკავშირებით შეკვეთილის დენდროპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
“გაუგონარი სიბოროტეა, რასაც რევანშის წყურვილით შეპყრობილი ოპოზიცია და პრეზიდენტი კადრულობს ქვეყნის წინააღმდეგ. თითქოს მათი შვილების და შვილიშვილებისთვისაც არ აჩუქა ივანიშვილმა შეკვეთილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი ქვეყანას.
იმ შეთანხმებულმა ბოროტმა ქმედებებმა, რაც ბაობაბის ხეების პარკში გადმორგვას უკავშირდებოდა, შედეგი გამოიღო, რვავე ხე გახმა, ადრე ჩამოტანილი ხეებისგან განსხვავებით. რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, ორი წელი სატრანსპორტოდ გამზადებული ხეები უცხო გარემოში ელოდნენ გადარგვას. აწრილებული ჰყავდათ აქაურ მანქურთებს კენიის მთავრობა, ხან რა გზავნილებს უგზავნიდნენ და ხან რას.
აი ასეთი უჯიშო, უსამშობლოები, სიყვარულისგან და სიკეთისგან დაცლილები არიან ეს ადამიანები, საკუთარი ოჯახის წევრებიც არაფერს წარმოადგენენ მათთვის, მთავარია ძალაუფლება და ფული.
ქართველი ხალხი ბრძენია, ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის და ამიტომ არის, რომ 13 წელია ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ყველა არჩევნებს იგებს, ასე იქნება ახლაც”, – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.