“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას აფასებს და მას მორიგ წინასაარჩევნო დეზინფორმაციას უწოდებს.
“დასავლეთის მარიონეტების შეტევის კიდევ ერთი სუსტი ტაქტიკური ნაბიჯი: “ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ქონება შეიძინა.” ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, მაგრამ გამიზნული ასევე წინასაარჩევნოდ!
1. რატომ არ იღებს ხმას არავინ თუ რამდენი სტრატეგიული ობიექტი გადასცა სააკაშვილმა რუსეთს;
2. მათმა ახალმა რჩეულებმა, ოპოზიციონერებმა როგორი ქვეშ გაწოლის პოლიტიკა აირჩიეს რუსეთთან მიმართებაში;
3. როგორ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა რუსეთს, აშშ-ს და ევროპას შორის რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში. ეს კითხვები არც აქაურ და არც უცხოელ მავნებლებს არ უჩნდებათ, სამაგიეროდ ნებისმიერი სახის “ფეიკს” ავრცელებენ ისევ და ისევ სარჩევნო გარემოზე ზეწოლის მიზნით”, – წერს ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.