ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

„ჩვეულებრივი ამბებიდან სენსაციების და ე.წ. “შემწვარ-შეკაზმული” ისტორიების გამოდნობის სენი ვირუსივითაა და ნარკოტიკივით. სწრაფად ვრცელდება ბევრზე და ბევრჯერ, ან ნარკომანივით ერთხელ რომ გასინჯავს, მერე უნდება და უნდება.
ასე მოუვიდა ამ ორგანიზაციასაც, ეტყობა ერთხელ აცდუნეს, ორჯერ და გადაწყვიტა დააჯდეს ამ საქმეს.
ვინ იცის, იქნებ ასეთი სტატიებით შანტაჟი და ფულის დაცინცვლა უნდა?“ – წერს ანჯაფარიზე.