საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატებისსენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო–აშშ–ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღებისაუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატებისსანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობებიგანვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება.
შეხვედრას აშშ–ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დამთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.