პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ყაზბეგელების მიმართ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ შეურაცხყოფას ეხმიანება.

„მოხევეობა ეს არის სიამაყე, ნაცობა – სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს“, – აღნიშნა გუნდაძემ და განმარტა, რომ მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი ჩუმად იპარებოდნენ, როდესაც ქვეყანას დაცვა სჭირდებოდა.

“მოხევეების სამშობლოსადმი სიყვარულის მაღალმა ხარისხმა გააოცა ნატა ფერაძე და მოთმინებიდან გამოიყვანა გია ჭანტურია. როგორც ჩანს, ისინი არ იცნობენ მოხევეებს, მაგრამ მერწმუნეთ, მოხევეები კარგად იცნობენ ნაცებს.

მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად და მედგრად იცავდნენ  დარიალის კარიბჭეს, ნაციონალური მოძრაობა კი, ზურგიდან იპარებოდა, როცა სამშობლო იყო დასაცავი. მოხევეების ვაჟკაცობის დაწუნება, რა თქმა უნდა, მიუღებელია და 26 ოქტომბერს, ხევში, მათ კიდევ ერთხელ გასცემენ პასუხს.

მოხევეობა ეს არის სიამაყე, ნაცობა – სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.