“საქართველოს სახელით ლაშა ტალახაძის ეს დიდი გამარჯვება სიამაყის მომგვრელია და ამძაფრებს ქართველობის და დაუმარცხებლობის შეგრძნებას.
ვულოცავ მას და ვულოცავ ყველა მის გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას”,- წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.
“პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა.
მან ატაცი მეორე ადგილზე დაასრულა, სადაც 215 კილოგრამი დააფიქსირა. ხოლო აკვრის ეტაპზე ტალახაძემ 255 კილოგრამი დააფიქსირა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს სახელით ლაშა ტალახაძის ეს დიდი გამარჯვება სიამაყის მომგვრელია და ამძაფრებს ქართველობის და დაუმარცხებლობის შეგრძნებას.
ვულოცავ მას და ვულოცავ ყველა მის გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას,
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ნარატივით მართული ძველი ნიკა გვარამია, რომელიც ამბობდა :”შტანგა კი არა, სულ რომ სპორტის სასახლე აწიოს, ფეხებზე მკიდიაო” კი უბრალოდ მეცოდება და ახლა მასთან, როგორც “ახალთან”, მაქვს კითხვა – ლაშას ამ მორიგი მიღწევის მერე იზიარებს ჩვენს საერთო სიხარულს თუ იგივე პოზიციაზე რჩება და მაინც ფეხზე ჰკიდია?
მინაწერი: ნიკა გვარამია ვერ იღებს ვერაფერს ქართულს, მისი ანტიქართული და ანტიეროვნული პოლიტიკური განწყობების არქივი მისი სატელევიზიო გადაცემები იყო და დღეს მისი პოლიტიკური გამოსვლებია.
ის მისი მახინჯი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ახალიც ძველია, იგივეა, ისევ ისაა და ის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მძიმე მემკვიდრეობას ატარებს, მის ხედვასა და საქმეში პოლიტიკური სახელის გარდა არაფერი იცვლება”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.