პარტიახალხის ძალისწევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკელი სენატორისა დაკონგრესმენის  საქართველოში ვიზიტსფეისბუკისგვერდზე ეხმიანება.

რატომ ელოდა ამერიკელი სენატორი და კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებისშეცვლილ პოზიციებს, გაურკვეველია. ნუთუ არ იყო გასაგები ჩვენი პრემიერის გზავნილიპარტნიორ სახელმწიფოსთან? რა თქმა უნდა, ყველაფერი გასაგები იყო მათთვის.    

ჩამოვიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია გაემხნევებინათ წინასაარჩევნოდ  დაეთქვათ, აქ თქვენ ხართ მთავარი, თუ ხმებს ვერ აიღებთ, ჩვენ ვერაფერს გიშველითო, მითუმეტესგამჭვირვალობის კანონისამოქმედების შემდეგ.

 

დღეს ქართულამერიკული ურთიერთობები იღებს იმ ფორმას, როგორიც უნდა ყოფილიყოთავიდანვეპარტნიორული და არა პატრონული. ურთიერთობების გადატვირთვა, რომელიცპრემიერმა შესთავაზა ამერიკის ხელისუფლებას, მათთვის მისაღები უნდა იყოს, რადგანჩვენს  შორის წარმოქმნილი გარკვეული გაუგებრობები, დღემდე არასწორი ურთიერთობებისშედეგია.

სახელმწიფო იმართებოდა აგენტურით და არა ეროვნული ინტერესებით მოქმედიპოლიტიკური გუნდით. გარდა ამისა, მსოფლიოში პოლიტიკური მოცემულობა იცვლება დაყველა ქვეყანა ცდილობს, ახალ პროცესებში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს, მათ შორის, საქართველოც.

 

რაც შეეხება ამერიკელი სენატორის და კონგრესმენის გზავნილს ქართველებისადმი, რომჩვენ ამერიკისგანორპარტიული მხარდაჭერაგვაქვს, ესეც არჩევნებზეა გათვლილი დამიმართულია იმათკენ, ვინც ფიქრობს, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ქართულამერიკული ურთიერთობები გაჯანსაღდება. “ორპარტიული მხარდაჭერითცდილობენ ამ მოლოდინების წაშლას და ირიბად  მოუწოდებენ  ქართველ ამომრჩევლებს, რომ თუ გსურთ ამერიკასთან ურთიერთობა, მხარი დაუჭირეთ ოპოზიციასო.

ამ მესიჯის ქვეტესტი ის არის, რომ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებით არაფერიშეიცვლება და საქართველოში საპარლამენტო არჩევნებით კიყველაფერი.

 

რეალობა ის არის, რომ ამერიკაშიც და საქართველოშიც ამ არჩევნებით ბევრი რამ იცვლება. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, არსებულ  წამგებიანპოლიტიკას  აუცილებლად შეცვლიან, სხვა შემთხვევაში  ამერიკას სერიოზული საფრთხეექმნება, როგორც ლიდერ სახელმწიფოს.

ჩვენთან,  საპარლამენტო არჩევნებშიქართული ოცნებისგამარჯვებით, შეიცვლებამთლიანად რეგიონის პოლიტიკა მშვიდობისკენ და სტაბილურობისკენ. შეიცვლება თავადსახელმწიფოებრიობის აღქმის მენტალობა ქართველ ხალხში და საბოლოოდ განადგურდებამტრული ოპოზიციური ძალები.

ოქტომბერნოემბრის არჩევნები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ორივე მსოფლიოპოლიტიკური წესრიგის ახალ სტანდარტებს ამყარებს,“- წერს ჩიბურდანიძე.