არასამთავრობო ორგანიზაციაყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვისთავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკტერნერის 2-დღიან ვიზიტსფეისბუკისგვერდზე ეხმაურება.

რევიზორები ამერიკიდან.

ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკ ტერნერის 2-დღიანი ვიზიტისმიზანი იყო საქართველოში ჩამოეტანათ აშშ სახელმწოფოს გზავნილები. მათ მიერგაჟღერებულმა შეფასებებმა დაგვანახვეს შემდეგი:

1. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა ამერიკისთვის მიუღებელია, რისგამოც მათი მიზანია ამ ხელისუფლების შეცვლა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

2. ამ არჩევნებს აშშ და მთელი მსოფლიო გამადიდებელი ლუპით  დააკვირდებიან და თუ  სამართლიანად და ობიექტურად არ ჩატარდა, მის შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ.

3. ისინი ყველანაირად უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხისპროდასავლურ განწყობებს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

4. ეს მხარდაჭერა არის ორპარტიული, ანუ ვისაც იმედი აქვს, რომ აშშ არჩევნებში ტრამპისგამარჯვების შემთხვევაში ახალი ადმინისტრაცია საქართველოს არსებულ ხელისუფლებასდაუჭერს მხარს, ძალიან ცდება. ამის დასტურია, რომ ეს ორი ამერიკელი სტუმარისხვადასხვა პარტიას წარმოადგენდა, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით ერთიანიპოზიცია ჰქონდათ.

5. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, მან  შეხვედრაზე უარი განაცხადა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებმა კი თურმე  შეხვედრაზე ვერ გამოამჟღავნეს, რომ მათ ამერიკის მიმართ პოლიტიკის უკეთესობისკენ  შეცვლა უნდათ, რის გამოც რევიზორების  გული ვერ მოიგეს.

ერთი სიტყვით, ამერიკელი  სტუმრების მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ  საქართველოსთვისამერიკის სახელმწიფოს პოზიცია, რომ  ანტისახელმწიფოებრივად  მოაზროვნე და მოქმედ  ოპოზიციურ ძალებს ეს ქვეყანა ყველა საშუალებით დაეხმარება ხელისუფლებაშიმოსასვლელად. „დანარჩენი კი თქვენ უნდა გააკეთოთო“ – ასე დამოძღვრესუფროსმაძმებმაერთად და ცალცალკე მათივე  მორჩილებაში მყოფი  ოპოზიციური გუნდი(პრეზიდენტი, პარტიები და მათი დაფინანსებული ენჯეოები).

ეს ვიზიტი იყო არადიპლომატიური სიხისტისა და უტიფრობის კლასიკური მაგალითი, როდესაც ამერიკელი სტუმრები რუსი ნამესტნიკების მსგავსად, არათუ სტუმრებად არგრძნობდნენ თავს, არამედუკაზანიებსიძლეოდნენ და იმდენად გათავხედდნენ,  ქართველი ხალხის სახელითაც კი ლაპარაკობდნენ.მათ  ყოველგვარი რევერანსების გარეშე  აღნიშნეს, რომ თურმე  საქართველოს ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხისნებას, რის გამოც ეს ქართველმა ამომრჩევლებმა არჩევნებში უნდა დააფიქსირონ, ხოლო თუარჩევნებში  ხელისუფლების გამარჯვება დაფიქსირდა, . . არჩევნები გაყალბდა, თქვენშიგნიდან მიაწექით, ჩვენ გარედან დაგიჭერთ მხარს და ერთად  შევცვალოთ ჩვენთვისმიუღებელი ეს ხელისუფლებაო დაამუნათეს  ოპიზიცია.

მოკლედ, თითქმის 20 წლის წინ ამერიკელების მიერდემოკრატიის შუქურადწოდებული  სისხლიანი რეჟიმი მათთვის ისევშუქურადრჩება და პირდაპირ გვეუბნებიან, მასობრივირეპრესიები, ბიზნესის რეკეტი, ციხეში გაუპატიურებები, არჩევნების გაყალბებები და ათასისხვა უბედურებები უნდა მოგწონდეთ და ისევ ამის ავტორები უნდა დააბრუნოთხელისუფლებაშიო. რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობას ნატო და ევროკავშირიგინდათ, ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ეს არის დასავლური ღირებულებებიო.

ეტყობა, ისეთ ჩამორჩენილებადაც გვთვლიან ქართველებს, რომ ჰგონიათ, ერთმანეთისგანვერ ვარჩევთ თავისუფლებას და მონობას, ღირსებას და უღირსობას, პარტნიორობას დაქვეშევრდომობას, დემოკრატიას და დემოკრატიის სახელით შეფუთულ დიქტატს.  ამომრჩევლებს გვეუბნებიან, თქვენ კი აირჩიეთ ეს ხელისუფლება თავის დროზე, მაგრამჩვენ ვთვლით, რომ ისინი აღარ გამოხატავენ თქვენს ინტერესებს, თქვენც ანალოგიურის  ფიქი მოგეთხოვებათ  და აქედან გამომდინარე, არჩევნებში ხელისუფლება უნდაშეცვალოთო.

როდესაც არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებაზე საუბრობენ ჩვენიამერიკელი ნამესტნიკები, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ თვითონ  და მათი მსგავსნიარიან დაინტერესებული და მიკერძოებული მხარეები, ამიტომ ობიექტურ შემფასებლებად  ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგებიან და ასეთ დასკვნებს ჩალის ფასი ექნებაქართველი ხალხისთვის.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ მათთან შეხვედრაზე უარის თქმას, ისე გაიკვირვესდა შეურაცხყოფად მიიღეს, რომ თითქოს ლამის ყოველდღე არ ემუქრებოდნენ მასსანქციებითა თუ სხვადასხვა შეზღუდვებით. თურმე ამის შემდეგაც კი  ბიძინა მათ  ხელგაშლილად და პატივისცემით უნდა შეხვედროდა. მათი ასეთი ამპარტავნულიდამოკიდებულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ როგორ აღიქვამენ ისინი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.

სწორედ ამიტომ, სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნებზე   ქართველი  ხალხის მიერ  საკადრისიპასუხი გაეცემათ  ბატონყმური დამოკიდებულების მსურველთ“,- წერს კაკაბაძე.