პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი 2012- 2024 წლების საქართველოს ოლიმპიურ დინამიკას აფასებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი წერს, რომ 2012 წელს, ოლიმპიადაზე დაკავებული მე-40 ადგილი ქვეყანამ წელს  გააუმჯობესა, 16 საფეხურით წინ წაიწია და 24-ე ადგილზე გავიდა.

“საქართველოს ოლიმპიური წინსვლის დინამიკა 2012-2024 წ.წ.:

2012 წელი – 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო = 7 მედალი (მე-40 ადგილი);

2016 წელი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო = 7 მედალი (38-ე ადგილი);

2021 წელი – 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 2 ბრინჯაო = 8 მედალი (33-ე ადგილი);

2024 წელი – 3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო = 7 მედალი (24-ე ადგილი);

206 ქვეყანაში 3,7 მილიონიანი საქართველოს ეს წინსვლა თვალსაჩინოა. ხოლო მისი ძირითადი საწინდარი – მშვიდობა და სტაბილურობაა. ძირითადი მოტივაცია – უფალი, სამშობლო, ოჯახი,”-წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკში”.