„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის სადამკვირვებლო კამპანიაში ჩართულობაზე საუბრობს, რომლის თქმითაც თითოეულიადამიანი უნდა იყოს დამკვირვებელი არჩევნებზე.
„სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს დაყველაზე აქტიური ოპოზიციონერია. მარტივი ამბავია. არანაირი სადამკვირვებლო საკითხებიმას არ აწუხებს და არანაირი რისკები ჩვენს არჩევნებს პრაქტიკულად არ ახლავს. რისკებიახლავს მაგალითად, ISFED-ს, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები კვლავ არგააყალბონ და იმას დააკვირდეს, ერთი თვე არ დაგვიმალოს ISFED-მა სიმართლე, არჩევნების შემდეგ.
სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ დააკვირდეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიცთავის მხრივ აყალბებდნენ საქართველოში არჩევნებს და ამ კარგი დაკვირვების შედეგად რადასკვნებს გამოიტანს ეს იქნებ გვითხრას. თუმცა, არ გვეტყვის, რადგან თვითონაც თანამონაწილეა ამ აგენტურული გეგმების, რომელზეც დგას “ნაცმოძრაობის” გეგმები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.