„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „რადიო თავისუფლების“ მიერ, შვეიცარიელ დიპლომატ ჰაიდი ტალიავინთან 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ტალიავინი ამბობს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიმართ კითხვები უნდა დაისვას.
„ტალიავინმა დაადასტურა ის, რაც ფაქტი და მოცემულობაა. რაც 16 წლის წინ იყო, ახლა ხომ ვერ შეიცვლებოდა? რაც თავად „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა დაადასტურა რეზოლუციაში, იმას როგორ შეცვლი?“
ამ ინტერვიუში ტალიავინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2008 წლის აგვისტოში სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს რუსეთის ფედერაციას საქართველოში შემოსვლისთვის. ამას რეზოლუციაში შავით თეთრზე წაიკითხავს ნებისმიერი მოქალაქე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.