ექსპერტი ირაკლი ლატარია წერეთლის გამზირის შესახებ გავრცელებულ პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით:

„რა თქმა უნდა, მარაზმია, როდესაც ამხელა ფული იხარჯება და ვიღაც კონტრაქტორების გამო, მართლაც რომ ისტორიული პროექტი ამხელა პრობლემის წინაშე დადგა. მაგრამ ამ ყველაფრის გამოსწორება მერმა დაიწყო და წერეთლის გამზირი იმ დროში გაიხსნება, რა დროშიც თავიდანვე დავგეგმეთო.

მჯერა, რომ კალაძე მართლაც ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა პროექტი იყოს ზედმიწევნით საუკეთესოდ შესრულებული, მაგრამ, როდესაც კონტრაქტორები უშვებენ შეცდომებს, იმ დროს მერს რა შეუძლია? – აუქმებს ხელშეკრულებებს, აჯარიმებს და, რა ვიცი, თუ უფრო ღრმა დანაშაულები გამოიკვეთა… ნამდვილად არ დააფარებს კალაძე ხელს არავის.

თბილისის მერზე მეტად ცოტა ვინმეს თუ უნდა, რომ წერეთლის გამზირი იყოს საუკეთესოდ გაკეთებული და, ახლა რომ ყველა ეცით კალაძეს, თან მაშინ, როდესაც პრობლემების გამოსწორება დაიწყეს მშენებლებმა და გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში აგრძელებენ მუშაობას – ცოტა არ იყოს, მიზანმიმართული კამპანია მგონია კახის წინაღმდეგ…

მეც ძალიან ნერვები მეშლება, როდესაც ამხელა პროექტზეა საუბარი, ასი წლის წინანდელი მილები, სადენები და ა.შ. სისტემები როდესაც იცვლება, როდესაც ამხელა ფული მიდის, რათა წერეთლის გამზირზე მცხოვრებლებისთვის ეს გამზირი გახდეს საუკეთესო და, ამ დროს, რომელიღაც კომპანია ყველაფერს აფუჭებს, სისხლი მეყინება, ისე ვმწარდები… მაგრამ აქ მთავარია პრობლემის აღმოფხვრა და ვინ ვის დააფარებს ხელს… და ყველამ კარგად ვნახეთ, რომ კალაძე არავის გადაუსვამს თავზე ხელს და დაწყებულ პროექტს ვადებში და საკმაოდ მაღალ დონეზე დაასრულებს, და ვინც დასასჯელია, ყველა დაისჯება…

კალაძის წინააღმდეგ ერთიანად გახსნილი ფრონტი კი საკმაოდ არაობიექტური და დესტრუქციული უფრო მგონია, ვიდრე “ქალაქზე გულის შემტკივა” ხალხის პროტესტი… ეგაა და ეგ, სხვა დანარჩენი კი – “პარის” გამოშვებაა!!!

ყველაფერი კარგად იქნება და ნუ გახდებით ჭიაბერაშვილისა და უგულავას მერობის ამოძახილი. ვიყოთ ობიექტურები“.