„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებს ეხმაურება.

„ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ამ ქვეყანაში აუქმებენ “მტკიცებულებათა ბაზას”, ხოლო განაჩენი გამოაქვთ უცხოეთიდან დანიშნული სასამართლო კოლეგიის მეშვეობით, არბიტრების პირადი ინტუიციის, აღქმებისა და შეგრძნებების საფუძველზე. “მამენტ” მოკლავდა – აი მსგავსი აზრი რომ გაჩენოდა მოსამართლეს განსასჯელის მიმართ – ისეთი მზერა აქვს, რომ “სპასობნი” ჩანს და მხოლოდ ამის საფუძველზე რომ გამოეტანა უდანაშაულოსთვის გამამტყუნებელი განაჩენი.

ან სასამართლო სხდომაზე რომ გამოეცხადებინა მოსამართლეს – აშშ-ს საელჩოდან დაგვირეკეს, ეს ტიპი კორუფციონერია – ამიტომ ახლა ჩავსვათ 12 წლით ციხეში, მანამდე კი მისმა ადვოკატებმა არკვიონ, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი სტრატეგიული “პარტნიორი” ხომ არ მოგვატყუებდა?

მსგავსი მიდგომა, ვენესუელასი არ იყოს – არჩევნებსაც მიესადაგება კარგად: ნახევარი წლით ადრე ხატავ რეიტინგებს – სადაც ყველაზე მაგარი ხარ, სამი თვით ადრე შეკითხვაზე “დღეს რომ ჩატარდეს” – ლიდერებში გადიხარ, ორი თვით ადრე აცხადებ – თუ სხვამ გაიმარჯვა, ესე იგი გააყალბეს და არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე – მიმართავ “დემოკრატიის” საყვარელ აკერმანისეულ ილეთებს.

შუალედებში, თანდათანობით ახორციელებ ამ პოლიტიკურ თამაშებში წინასწარ შეყვანილი შენი “ტროას ცხენების” დეკონსერვაციას, თითოეული მათგანი თავის დროზე “ბრენდად” რომ ჩამოაყალიბე: ზოგი სპეცსამსახურების ექს-შეფამდე მიიყვანე, ზოგი პრემიერამდეც კი გაქაჩე – ამიტომ მათ “ინფორმირებულობაზე” დაყრდნობა საზოგადოებაში მეტ დამაჯერებლობას უნდა იწვევდეს.

ასეთი მიდგომით შემდგომ ჩნდებიან ქვეყანაში “კორუმპირებული მოსამართლეები”, “ნარკოკარტელების მფლობელი” სახელისუფლებო ჩინოვნიკები, არჩევნების “გამყალბებელი” მმართველი პარტია – ოღონდ არანაირი მტკიცებულებების გარეშე.

ხოლო მათ ფონზე ხდება რეალური: მკვლელების, ჯალათების, მოძალადეების, სექსუალური მანიაკების, სხვისი ქონების რეიდერული გზით მფლობელების, ტელე-მედია ტერორისტების, არჩევნების შედეგების მხატვრების, ომების მაპროვოცირებელი ძალებისა და ქვეყნის ოკუპაციის ხელშემწყობების – დასავლური “დემოკრატიის” მანტიაში შემოსვა, საზოგადოებაზე მორიგი ძალადობის განხორციელებით, მათი სახელისუფლებო რეინკარნაციის მცდელობა.

ჩვენ ამას ან ჩავყლაპავთ, ან ერად და საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით. მოახლოებულ არჩევნებამდე ჩვენზე ფსიქოლოგიური ძალადობა, დეზინფორმაციული შემოტევა, ცილისწამება და გამრუდებული რეალობის “სიმართლედ” გასაღების მცდელობები მხოლოდ იმატებს. ამ შემოტევის სცენარების ავტორების და მათი ადგილობრივი შემსრულებლების ყოველ შემდგომ პერფორმანსზე “ფინთი გოიმებივით” თუ წამოვეგეთ, არჩევნების მოსაგებად ესოდენ საჭირო სიმტკიცესა და ენერგიას, უბრალოდ გავანიავებთ. ჩვენს მოწინააღმდეგეს – სხვა კი არაფერი უნდა. ასე რომ, ნუ იყოფინ ესე ჩვენდა!“- წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.