„ასეთი განცხადებები არის პროვოკაციული ხასიათის და ეს პროვოკაცია მიზნად ისახავს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას.
გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან მძიმეა ასეთი განცხადებების მოსმენა – როდესაც უპირისპირდებიან ისეთ ინსტიტუტებს, როგორიც არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ ამ ყველაფერს აქვს ორკესტრირებული ხასიათი.
ეს არის დაგეგმილი და მიზანმიმართული შეტევა ყველაფერ იმაზე, რაც არის ქართული იდენტობის განმსაზღვრელი, ქართული სახელმწიფოებრიობის ხელშემწყობი და მე მგონია, რომ ამას საზოგადოება შესაბამის შეფასებას მისცემს.
მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ეს ყველაფერი ადეკვატურად შევაფასოთ, შესაბამისი შეფასება მივცეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მხოლოდ შეფასების დონეზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ძალადობის საფუძველი“.